კათოლიკე ეკლესია საქართველოში
Chiesa Cattolica in Georgia
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
Amministrazione apostolica per cattolici latini del Caucaso
"რათა იყვნენ ერთი" "Ut unum Sint"
მეუფე ჯუზეპე პაზოტო
მუსტის ტიტულოვანი ეპისკოპოსი.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი (საქართველო, სომხეთი)
E-mail: ammapost@gmail.com
Tel: +995 032 299 60 50
მეუფე ჯუზეპე (Giuseppe Pasotto) პაზოტო დაიბადა 1954 წლის 6 ივლისს ვერონის რეგიონის სოფ. ბოვოლონეში (იტალია).
ისწავლა სტიგმატელ მამათა სკოლაში და შევიდა ამავე კონგრეგაციის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა დაწყებითი კლასების პედაგოგად და 1979 წ. აიღო თეოლოგიის ბაკალავრის წოდება. 1979 წლის 12 მაისს ბოვოლონეს ეკლესიაში იგი მღვდლად აკურთხა კარდინალმა მორეირა ნევესმა. ხელდასმის შემდეგ პირველ ხუთ წელს მან იმუშავა სასულიერო სემინარიის დირექტორად კოლონიოლა აი კოლიში (ვერონა). შემდეგ გადავიდა სეძანოს მონასტერში, სადაც იყო სულიერების სახლის დირექტორი და, ამავე დროს, თავისი კონგრეგაციის პოსტულანტების და ახალგაზრდების პასუხისმგებელი და სტიგმატელთა კონგრეგაციის საბჭოს მრჩეველი.
საქართველოში იგი ჩამოვიდა 1994 წლის სექტემბერში. ენის შესწავლის შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში. 1996 წელს კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორად დაინიშნა, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადავიდა დედაქალაქში. მისი რუდუნებით განახლდა მარიამის ზეცად აღყვანების თბილისის ძველი კათოლიკური ტაძარი, რომელიც 1999 წლის 15 აგვისტოს აკურთხა კარდინალმა ბატისტა რემ. 1999 წლის ნოემბერში მისი მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპი იოანე პავლე II.
2000 წლის 6 იანვარს რომში, წმ. პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა იგი ეპისკოპოსად აკურთხა.