
კათოლიკე ეკლესია საქართველოში
Chiesa Cattolica in Georgia
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
Amministrazione apostolica per cattolici latini del Caucaso
რომის პაპი ფრანცისკე
ქრისტეს ვიკარიუსი, მოციქულთა მეთაურის პეტრეს მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უზენაესი პონტიფექსი, დასავლეთის პატრიარქი, იტალიის პრიმასი, რომის ოლქის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ქალაქ რომის ეპისკოპოსი, ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის მეთაური, ღმრთის მსახურთა მსახური.

Address: Sua Santità Papa Francesco.
Casa Santa Marta. 00120 Città del Vaticano.
ფრანცისკე (ლათ. Franciscus; ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ესპ. Jorge Mario Bergoglio; დ. 17 დეკემბერი, 1936, ბუენოს-აირესი) — რომის 266-ე პაპი 2013 წლის 13 მარტიდან. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი ფრანცისკე აიღო ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებელ ფრანსისკო ხავიერისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. გარდა ამისა, არის მეორე არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.)
პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.