• Catholic Church

სახარების განმარტება, 24 მაისი პასექის VII კვირადღე

დიაკ. თამაზიაფრიამაშვილი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით 17, 1-11

ცას მიაპყრო იესომ თვალები და თქვა: ,,მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. რადგან მიეცა მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე იესო ქრისტეს. მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები: სოფლისათვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი ჩემი, და მე მათში განვდიდდი. მე აღარ ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.


განმარტება

ქრისტე აღსდგა!

ძვირფასო ძმანო და დანო, დღეს არის აღდგომის მე-7 კვირადღე. როგორც გვახსოვს, აღდგომის შემდეგ, იესომ უთხრა მოციქულებს, რომლებიც იერუსალიმში შეშინებულნი და ჩაკეტილნი იმალებოდნენ, რომ მას იხილავდნენ გალილეაში და ამიტომ იქ წასულიყვნენ. დღევანდელ პირველ საკითხავში კი ვისმენთ, რომ იესოს ამაღლების შემდეგ, მოციქულები ბრუნდებიან იერუსალიმში და ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ.

დღევანდელ სახარებაში ვისმენთ მამისადმი იესოს უმშვენიერეს ლოცვას, რომელშიც იესო განადიდებს მამას და ეს თავი მთლიანად მიძღვნილია ეკლესიისათვის, როგორც ლოცვა, რომელიც დღევანდელ სახარებაში იყოფა ორ ნაწილად .

ეს არის ლოცვა, რომელშიც იესო სთხოვს მამას: ,,მამაო,დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ“(იოან,17,1-5)... ამავე დროს, ამ ლოცვაში იესო ლოცულობს მოციქულებისა და ეკლესიისათვის.

მამაო წუთისოფლისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის,რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი...(იოან,17,6-11),

დღევანდელი სახარება იწყება სიტყვებით: ,,მამაო, დადგა ჟამი…“.

რას ნიშნავს ჟამი? ანდა რისი ჟამი დადგა?

დადგა ჟამი, რომ აღსრულდეს ღვთის გეგმა, დახსნისა და გამოსყიდვის გეგმა, რომელიც იყო დადგენილი მამისგან. იოანეს სახარებაში, მე-17 თავამდე არსად გვხვდება ეს სიტყვები, პირიქით, იესო ყოველთვის ამბობს, რომ არ დამდგარა მისი ჟამი.(შ.დ ) (იოან.2,4.. 7,6. 7,30. 8,20.). და, აჰა, დადგა ჟამი, რომ განადიდო ძე შენი, ეს არის თხოვნა „განდიდებისა“, რაც გულისხმობდა შემდეგში ტანჯვის დათმენას,ჯვარზე სიკვდილს, მკვდრეთით აღდგომასა და აღდგენას იმ დიდებისა, რომელიც მას ჰქონდა, როგორც წმდა სამების მეორე სახეს. მთავარი მიზანი კი ამ განდიდებისა იყო მამის განდიდება ძეში.ესე იგი, იესოს ლოცვა იყო იმაზე, რომ მასში გამოვლინებულიყო ღვთის სიყვარული,სიბრძნე და ძლიერება წუთისოფელში. ასევე ყოველი მორწმუნის დანიშნულებაა, რომ ვადიდოთ ღმერთი.

მოგიწოდებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში უფრო დიდი ყურადღება მივაქციოთ პირად ლოცვებს, როგორც იესო ლოცულობდა. “ მამაო მათთვის გევედრები: სოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი“.

დიაკ. თამაზი აფრიამაშვილი

Tbilisi

​Cathedral Church (G. Abesadze str. 4)

Sunday 10:00 (English)

Sunday 12:00 (Georgian)

Sunday 17:00 (Latin)

Mon – Fri 18:00 (Winter time ay 17:30)

Church of Stt. Peter & Paul (I. Javakhishvili str.) 

Sunday 10:00 (English)

             11:30 (Georgian)

             14:00 (Armenian Rite)

             17:00 (Latin)

Mon – Sat 09:00

Rustavi Sunday 17:30

Gori (Ninoshvili str. 90) Sunday 11:00

Akhalkhiza Sunday 13:30

Kakheti

Mtisdziri – Saturday 16:00

Khiza – Sunday 11:00

Khizabavra - Sunday 14:00

Sanavardo - Sunday 16:00

Akhaltsikhe

Rabati Convent Sunday – 11:00

Capuchin Friary

                    Monday 17:00 Mass

                    Friday    17:00 Adoration

 

Ivlita Sunday – 15:00

Vale  Sunday – 12:00 

       Mon – Fri - 11:00

 

 

Arali Sunday - 13:30

         Sunday mass on Saturday - 16:00

         Monday - Friday - 10:00 (During Advent 07:00)

Ude, Pirdapirebi Sunday - 11:30

                           Friday   -  11:30

Ude, Downtown Church Sunday - 09:30

                                         Friday  -  13:30

Abastumani Sunday Mass on Saturday - 18:00

Benara  Every Other Sunday - 17:00  (Winter - 16:00)

Borjomi First Saturday of Month - 16:00

Khizabavra (Aspindza Region) Sunday - 11:00

Vargavi Sunday - 15:00

Kutaisi (Newport str. # 12) Sunday - 11:00

                                         Everyday - 08:30

Batumi  Sunday - 17:00  (Winter - 16:00)

Akhalsheni Sunday - 15:30

Ozurgeti Monday - 17:00 (Winter - 16:30)

Tchiatura Saturday - 15:30

© 2020 კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია