• chilingarashvili19

დიდმარხვის I კატეხეზა 2020


როგორ შეგვიძლია სხვაგვარად ვთქვათ სიტყვა «სიწმიდე»

სიწმიდე სიცოცხლის მეორე სახელია, როდესაც მას ღვთის თვალით ვუყურებთ. მა-

რთლაც, შემოქმედმა ამგვარად ჩაგვიფიქრა და ამას მოელის ჩვენგან. სიწმიდე კაცო-

ბრიობის სუთფა სახეა, მისი ყველაზე ლამაზი და ნამდვილი მხარე. ისეთი ადამიანია,

როგორიც მარადისობიდან ისურვა ღმერთმა. ესაა ქრისტეს მიერ გამოსყიდული კაცობ-

რიობა. სიწმიდეა კაცობრიობა, რომლის ნახვასაც ვისურვებდით, რომელიც არ გვაშინე-

ბს, რომელიც პირიქით, გვაბედნიერებს. სიწმიდეა საშუალო, უშინაარსო, დაბურული და

სევდიანი არსებობის საპირისპირო.

ნეტარი ხარ! ნეტავი შენ!

ამ დიდმარხვის განმავლობაში შევიდეთ ამ სიტყვაში სხვა და სხვა სიტყვების

მეშვეობით.

შემოგთავაზებთ რამოდენიმე რჩევას, რომელზეც შევჩერდებით ერთად, ჯგუფში ან

პირადად და დავუფიქრდებით სიწმიდისაკენ ჩვენს საერთო მოწოდებას.


1. სიწმიდე – ცხოვრების იერი, სახე

შეიძლება ითქვას, რომ სიწმიდეზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან მხოლოდ

ცხოვრება გვეუბნება თუ რა არის სიწმიდე. სიწმიდეზე უფრო არსებობენ წმიდანნი,

სახელებით, გვარებით, განვლილი ისტორიითა და სახეებით. სახელგანთქმული

წმიდანნიც და კარის მეზობელი წმიდანიც!

სახე გვახსენებს მზერას და ეხება გულს. თვალთა ნათება მომდინარეობს სიყვა-

რულის მუხტიდან, რომელსაც ვუთმობთ ადგილს საკუთარ გულში. კეთილ მზერას არა

აქვს ასაკი. სახეთა სიწმიდე მზერის სიწმიდეა. თუმცა არსებობს აგრეთვე გაფუჭებული

და ავი თვალი. „სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი

შენი სხეულიც ნათელი იქნება, ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც

ბნელი იქნება“ (მთ 6,22-23). შეიძლება უყურო რეალობას მტაცებელი განზრახვით,

აქციო ყოველივე სანადირო მსხვერპლად. შეიძლება ვუყუროთ მტრობით, შეიძლება

სიძულვილიც კი შემოვუშვათ ჩვენში, ამ დროს თვალში ნათელი ქრება. „ყოველივე,

რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა,

მამისგან კი არა, სოფლისაგან არის. გადადის სოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის

ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1იო 2,16-17).

სახე გამოხატავს აგრეთვე ორიგინალობას და განსხავებას. ყოველი სახე განსხვა-

ვდება სხვისგან. ხმასთან ერთად სახე ახდენს თითოეული ჩვენგანის იდენტიფიცირებას

ჩვენს განუმეორებელ უნიკალურობაში, და ერწყმის სახელს (სახე/სახელი). „ეს სწორედ

შენა ხარ, რა კარგია რომ გნახე». «თქვენი სახელები ჩაწერილია ცაში» (ლკ 10,12 და გა-

მოცხ 2,17). თუკი ღვთის ხელიდან ვართ გამოსულები, მხოლოდ მან უწყის ვინცა ვართ.

სახეებისა და თითოეული ჩვენგანის სიწმიდე, მათ ორიგინალობაში.

სახე სხეულის განუყოფელი ნაწილია. არსებობს უხილავი განზომილება (სული), მას

კი სხეული მოყვება. ის ზედნაშენი განზომილება როდია, ნაკლებად ღირსეული, არამედ

პირველისგან განუყოფელი და მისი საშუალებით უხილავი განზომილება ხილული ხდე-

ბა. სხეული უპირველეს ყოვლისა ურთიერთობაა და ხელს უწყობს პიროვნების ღირსე-

ბასა და თვითმყოფადობას და მისი სიყვარული და პატივისმიგება ხდება მოსიყვარულე

და მზრუნველი ჟესტებით. შეხედო პიროვნების სხეულს მისი სულის მანათობელ შუქზე,

ესაა სისპეტაკის სიქველე.

„წმიდანნი სრულყოფილნი როდი დაიბადნენ – შენიშნა პაპმა -, ისინი ჩვენსავით

არიან, როგორც თითოეული ჩვენგანი, ხალხი, რომლებმაც ვიდრე ზეცის დიდებას

მიაღწევდნენ იცხოვრეს ჩვეულებრივი ცხოვრებით, სიხარულითა და ტკივილით, გარჯითა

და იმედებით“.

განსხვავება დანარჩენი ადამიანებისგან კი იმაში მდგომარეობს, რომ „როდესაც

შეიცნეს ღვთის სიყვარული, მთელი გულით გაჰყვნენ მას, პირობების წაყენებისა

და თვალთმაქცობათა გარეშე; გახარჯეს თავიანთი სიცოცხლე სხვათა მსახურებაში,

დაითმინეს ტანჯვა და წინააღმდეგობანი, შეძულების გარეშე და ბოროტებას უპასუხეს

სიკეთით, სიხარულისა და მშვიდობის მიმოფრქვევით“. სწორედ ამ აზრით, შენიშნა

ხორხე მარიო ბერგოლიომ, „წმიდანნი არიან ადამიანები, რომლებსაც სიხარული დააქვთ გულით და გადასცემენ მას სხვებს“. შემდეგ, პაპმა მოგივწოდა რომ „წმიდანობა

მცირერიცხოვანთა პრივილეგია როდია, არამედ ის მოხმობაა ყველსადამი“.

„მახარებს ღვთის მომთენ ერში სიწმიდის დანახვა“, წერს პაპი: „მშობლებში,

რომლებიც ესოდენი სიყვარულით ზრდიან თავიანთ შვილებს, მამაკაცებში და ქალებში,

რომლებიც შრომობენ სახლში ლუკმა პურის შესატანად, ავადმყოფებში, ხანდაზმულ ბერ-

მონაზვნებში, რომლებიც განაგრძობენ ღიმილს. დღითი დღე წინსვლის ამ სიბეჯითეში

ვხედავ მებრძოლი ეკლესიის სიწმიდეს“. ესაა „მეზობლად მცხოვრები წმიდანნი“,

შენიშნავს პაპი, რომელიც პატივს მიაგებს ასევე „სიწმიდის ქალურ სტილებს“, რამაც

თავისი წვლილი შეიტანა ეკლესიის რეფორმაში და „მრავალ უცნობ თუ დავიწყებულ

ქალში“, რომლებმაც „შეინახეს და გარდაქმნეს ოჯახები და საკრებულოები თავიანთი

მოწმობის ძალით“.

რამოდენიმე შეკითხვა:

ყოველი წმიდანი ცოცხლად განცდილი სახარების გვერდია. ვიცნობ რომელიმე წმი-

დანის ცხოვრებას?

რა მასწავლა მან?

ვამჩნევ იმ სიწმიდეს, რომელიც ბრწყინავს ჩემს ირგვლივ მყოფ ხალხში?

ვუმზერ თუ არა სხვებს დადებითად, თუ უფრო იოლად გამომდის მათი განკითხვა და

აბუჩად აგდება?

შემიძლია მოვყვე ან გავიხსენო ერთი მაგალითი, სადაც ვიხილე როგორ გაბრწყინდა

სიწმიდე ამა თუ იმ პიროვნების სახეზე?

ვგრძნობ თუ არა, რომ თავადაც მოხმობილი ვარ სიწმიდსაკენ?

რა ვივალდებულო ამ შვიდეულში?

დიდმარხვასთან კავშირში: „როცა მარხულობ, თავზე იცხე ნელსაცხებელი და სახე

დაიბანე, რათა ხალხმა არ დაინახოს, რომ მარხულობ, არამედ მხოლოდ მამამ შენმა

გულთამხილავმა, და მამა შენი, გულთამხილავი მოგაგებს შენ“.

52 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge