• chilingarashvili19

10 მაისი, სახარების განმარტება, პასექის V კვირადღე.


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით 14, 1-12

,ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.“ ეუბნება მას თომა: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“ ეუბნება მას იესო: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი.“ ეუბნება მას ფილიპე: ,,უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ ეუბნება მას იესო: ,,რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო? არ გწამს, რომ მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გაკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.


განმარტება

მოწოდება, საქმიანოვა (ქმედება), დანიშნულება.


ამ სამიდან, განსაკუთრებით პირველს, საკმაოდ შერეული განცდებით ვიღებთ, ვინაიდან როგორც კი გვესმის "მოწოდება", ეგრევე ვფიქრობთ: სემინარია, მონასტერი. ამასობაში ის რაც ჩვენში ყვავის, ის რაც გვამოძრავებს, ის, რაც მიმართულებას გვაძლევს, ზუსტადაც არის მოწოდება. შეიძლებოდა, ქვესათაურში მოყვანილი სიტყვებისთვის შეგვეხედა როგორც წამყვანი აზრისთვის და როგორც შემაკავშირებელი ხიდისთვის, ამით კი დაგვესრულებინა განხილვა ვინაიდან ვართ მოწოდებულნი იმგვარი საქმიანობისთვის, რომელიც ჩვენი დანიშნულების რეალიზებაში დაგვეხმარება, მაგრამ ეს სიმართლის მხოლოდ ნახევარია. სინამდვილეში, დღევანდელი საკითხავები საშუალებას იძლევა ჩვენი ცხოვრების სისავსეზე დავფიქრდეთ. მართალია, მოციქულთა საქმენი, პირველი დიაკვნების მოწოდებაზე მოგვითხრობენ, მაგრამ თუკი ამ ტექსტს ჩავუღრმავდებით, შეგვეძლება დავინახოთ მსგავსებები ჩვენს დღევანდელ დავალებებთან ეკლესიაში. როგორც ეკლესიას გვაქვს უფლება და მოვალეობა ვიზრუნოთ ჩვენზე, ანუ საკრებულოზე, გვაქვს უფლება და მოვალეობა გავავრცელოთ რწმენა და სახარება, გვაქვს უფლება და მოვალეობა ვიზრუნოთ ეკლესიასა და მორწმუნეებზე – ანუ ჩვენზე და ჩვენს მოყვასზე. შესანიშნავია, რომ პირველი დიაკვნების კურთხევის საჩვენებლად მოციქულთა საქმის ეს გამორჩეული ფრაგმენტი შეირჩა , მაგრამ კიდევ უფრო შესანიშნავია, რომ ლიტურგიულ კალენდარში ის კეთილი მწყემსის კვირის შემდეგ, მოიძებნება, ზუსტადაც იმ კვირის დასაწყისში, რომელიც ეკლესიაში მსახურებისთვის მოწოდებულთათვის ლოცვას ეძღვნება. შემდეგ, მეორე საკითხავში ვუსმენთ წმ. პეტრეს სიტყვებს, რომელიც ღმერთისგან იყო მოწოდებული იმისთვის, რომ პირველი პაპი გამხდარიყო და ეკლესია გაეძლიერებინა. ვიგებთ, რომ "როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს." (1პეტ 2,5). ეს სიტყვები აძლევენ მიმართულებას ჩვენს იმ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს ნათლობიდან და ჩვენი რწმენიდან იესო ქრისტეში. რატომ? წმ. პეტრე განმარტავს: „ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი". (1პეტ 2,9). და როგორც იქნა მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა: დანიშნულება. სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად პრობლემებს გვიქმნის, ვინაიდან არ შეგვიძლია ცხადად განვმარტოთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი დანიშნულება, რა დავალებები გვაქვს და რა გველოდება მომავალში. აქ ვერ დაგვეხმარება ვერც მკითხავები, ვერც პროგნოზები, ვერც საკითხის კომპიუტერული დამუშავება. პასუხი შეგვიძლია ვპოვოთ სახარებებში,

განსაკუთრებით იოანესაში, რომელიც მკაფიოდ საუბრობს ჩვენს დანიშნულებაზე. ამ გზის დასაწყისში, იესო ქრისტე ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას გვისვამს: „გწამთ ღმერთის?” და იქვე ამატებს „და ჩემი? "გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი? ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ. ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა».” (იო14,1-4). ახლა კი, თავს უფლებას მივცემ ერთი მცირე შეკითხვა დავსვა: ჩვენ თუ ვიცით ეს გზა? გზა, ჩვენი დანიშნულებისკენ? მკვდრეტით აღმდგარო იესო ქრისტევ, დღეს, შესაძლებლობას გვაძლევ შევიმეცნოთ ეს სამი მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელთანაც ყველას გვაქვს შეხება. ნება გვიბოძე ჩვენი შენს მიერ მოწოდების მეშვეობით ისე ვიმოქმედოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს დანიშნულებას. ქრისტეს მიერ, ქრისტესთან და ქრისტეში.

მამა ზიგმუნტ ნიეჯვიეჯი

36 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge