• Akaki Chelidze

ვალეში უცნობებმა კათოლიკური რელიკვიები დაწვეს


ვალეში წმ. ნინოს მცირე სამლოცველოსთან, სადაც მუდამ მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები და ლოცვის კრებულები ერთად იყო შენახული, ვანდალურად დაწვეს მხოლოდ კათოლიკური სიწმინდეები. ამასთან დაკავშირებით ვალის ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი მიხეილ სურმავა განცხადებას ავრცელებს:

"გამომდინარე დღევანდელი ვანდალური ფაქტიდან, რომელიც ვალეში წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოში მოხდა, სადაც დაწვეს კათოლიკური ეკლესიის ლოცვის წიგნები და ხატები (სასაფლაოებთან). მე, ქ.ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური სამრევლოს წინამღვარმა გადავწყვიტე, რომ ამა წლის 25 მარტს 12:00 საათზე ბზობის საზეიმო პროცესია დავიწყოთ არა ჩვეულებისამებრ ქვედა სამლცველოდან, (საიდანაც იყო ხოლმე). არამედ ზუსტად წმ. ნინოს სამლოცველოდან. დაე ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ ვარსებობთ, დაინახონ, რომ ეს ეკლესია გვეკუთვნის ჩვენ ყველა ქრისტიანს. ამ ფაქტს ვაფასებ, როგორც ვანდალურ ქმედებას. ღმერთი მოწყალე და სამართლიანია. ჩვენ ვლოცულობთ ამის ჩამდენთათვის და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან სიმართლეს ფარდა აეხდება. პატივისცემითა და ლოცვებით

მღვდელი მიხეილ სურმავა"


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge