• Akaki Chelidze

მეუფე ჯუზეპეს კომენტარი მომხდარზე


მეუფე ჯუზეპე ვალეში მომხდარ ვანდალიზმთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს:

"გუშინ (2018 წლის 12 მარტს) ვალეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც წმ. ნინოს სახ. სამლოცველოს გვერდით კათოლიკური ლოცვის წიგნები და ხატები დაწვეს, გამოვხატავ ჩემს სიახლოვესა და გვერდითყოფნას ვალეს კათოლიკე საკრებულოსადმი და მისი წინამძღვრისადმი, მ. მიხაილ სურმავასადმი. გამოვხატავ, აგრეთვე, მთელი ეკლესიის მწუხარებასა და აღშფოთებას ისეთი ფაქტის გამო, რომელზეც თვალის დახუჭვა არანაირად არ შეიძლება და რომელიც გულდასმით უნდა გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლებსაც დაუყოვნებლივ ეცნობა მომხდარის შესახებ. ვევედროთ უფალს, რათა ყველასათვის ძვირფასი იყოს საკუთარი და სხვისი რწმენის პატივისცემა და, რათა ყველანი ვგრძნობდეთ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, რითაც დასტურდება ამა თუ იმ ხალხის ზნეობრივი სიმაღლე. მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა ჩვენს მიმართ მომხდარის გამო. + ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი"


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge