• Akaki Chelidze

მზადება ახალგაზრდული სინოდისათვის


პაპმა ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაანონსა სინოდი რომელიც იმსჯელებდა ახალგაზრდების მიერ შეთავაზებულ პრობლემებზე. პაპის ამ შეთავაზების პასუხად ყველა ეპარქიაში დაიწყო მზადება.

მათ შორის ჩვენთანაც - სამრევლოებში იმართებოდა შეხვედრები, სადაც ახალგაზრდები მსჯელობდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე - თუ რას წარუდგენდნენ სინოდს განსახილველად. გასული კვირის ბოლოს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა კითხვების შესაჯამებლად.

შემდეგი უფრო ფართო შეხვედრა დაგეგმილია მაისის თვეში, რომელსაც დაესწრებიან ახალგაზრდები სამივე დეკანატიდან. ხოლო ბოლოს კი სექტემბერში შევაჯამებთ ჩვენს კითხვებს სინოდისათვის.


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge