• Akaki Chelidze

ქალაქ ფოთის დღესასწაული


წელს, კვირაცხოვლობის კვირას ფოთის საკათედრო ტაძარს კურთხევიდან 5 წლის იუბილე შეუსრულდა. ქალაქის მუნიციპალიტეტისა და ეპარქიის შეთანხმებით ეს დღე (კვირაცხოვლობა) გამოცხადდა ქალაქის დღესასწაულად.

მუნიციპალიტეტისა და ეპარქიის მოწვევით ამიერკავკასიის ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ესწრებოდა ამ დღესასწაულს. მან შეკრებილებს მიულოცა ეს დღე და აღნიშნა, რომ ფოთს როგორც საზღვაო ქალაქს, ახასიათებს მეტი გახსნილობა, ვინაიდან ზღვა არის კონტინენტების შემაკავშირებელი.

განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ფოთის მუნიციპალიტეტსა და სამღვდელოებას გულთბილი დახვედრისათვის.


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge