• Akaki Chelidze

სამრევლო საბჭოების შეხვედრა


გუშინ წეროვანში სამრევლო საბჭოების შეხვედრა შედგა, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი ეკლსიისა თუ სამლოცველოს სამრევლო საბჭოები იღებდნენ მონაწილეობას.

მრავალი აქტუალური თემის გარდა ვიმსჯელეთ და გავიხსენეთ ჩვენი რწმენა წმინდანობაზე და სიწმინდის მოპოვების გზებზე. ეს მსჯელობა უკავშირდებოდა პაპის მიერ გამოცემულ ახალ დოკუმენტს "გიხაროდეთ და ილხინეთ" (Gaudete et exsultate) რომელიც სულ ახლახანს ითარგმნა (ირაკლი ჯავახიშვილის მიერ) და გამოიცა ქართულად. ამ წიგნის პრეზენტაციაც აქ მოხდა და საბჭოების წარმომადგენლებს მიეცათ დავალება წაიკითხონ და იხელმძღვანელონ პაპის ამ წერილით. (დოკუმენტის ელექტრონული ვერსია მალე აიტვირთება ამავე ვებ-გვერდზე)

სიწმინდეზე სულიერი საუბრების შემდეგ მოვისმინეთ ეპისკოპოსის ქადაგება სამრევლო საბჭოს ფუნქციებსა და ვალდებულებებზე. შემდეგ ყველა საბჭოს დელეგატმა მოკლედ აღწერა საბჭოს მუშაობის შედეგები ერთი წლის თავზე - მოყვნენ თუ რა აქტივობები შედგა გასულ წელს და რა იგეგმება მომავალში. რა თქმა უნდა ბევრი იყო მსჯელობები პრობლემებზეც.

შეხვედრის მეორე ნაწილში ახალგაზრდული სინოდისათვის გამზადებული რეკომენდაციები წაიკითხეს დელეგატებმა. ეს რეკომენდაციები შემდგომში გადაეცემა ჯგუფს რომელიც ამზადებს შეხვედრას ახალგაზრდული შეხვედრებისათვის. ბოლოს ყველაფერი ლოცვით დავასრულეთ და უკეთესი შედეგების იმედით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.


244 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge