• Akaki Chelidze

ხიზაბავრის დღესასწაული


ხიზაბავრის კათოლიკური ეკლესია უფლის უწმინდესი გულის სახელზეა აგებული და ყოველ წელს სულთმოფენობიდან მე-19 დღეს ზეიმობს ამ დღესასწაულს მთელს ეკლესიასთან ერთად. უფლის განუზომელი სიყვარულის ჭვრეტა მის უწმინდეს გულში და ამ დღესაწაულის აღნიშვნა უკვე საკმაოდ ძველი ტრადიციაა ლათინურ წესში. პირველად ამ დღესასწაულის აღნიშვნა პოლონეთსა და პორტუგალიაში დაწესდა პაპის ნებართვით 1765 წელს. მოგვიანებით ამ ორ ქვეყანას სხვა ევროპული ქვეყნებიც შეურთდნენ. ხოლო, 1856 წელს პაპ პიუს IX-ეს მიერ დაწესდა ეს დღესასწაული საყოველთაოდ.

რაც შეეხება ხიზაბავრის უწმიდესი გულის სახელობის ეკლესიას იგი 1900 წელს ეკურთხა და დღემდე ემსახურება ხიზაბავრელ კათოლიკეებს. გუშინდელი დღესასწაული იმით გამოირჩეოდა, რომ სემინარიის სამმა სტუდენმა მიიღო კურთხევა სხვადასხვა მსახურებაზე. გიორგი ლომიძემ მიიღო სამღვდელო შავი კაბა. ლაშა მანუკიანმა მიიღო წიგნის მკითხველის მსახურება ხოლო ბექა ჩილინგარაშვილმა მიიღო აკოლიტის მსახურება, რაც გულისხმობს ტრაპეზის მსახურებას და საჭიროების შემთხევაში მორწმუნეთა ზიარებასაც. ვულოცავთ თითოეულ მათგანს ამ ახალ ნაბიჯს სამღვდელო ხელდასხმისაკენ!


©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge