• Akaki Chelidze

წმ. გასპარე ბერტონი



დღეს, 12 ივნისს კათოლიკე ეკლესია იხსენიებს 2 საუკუნის წინ გაბრწყინებულ წმინდანს იტალიიდან - წმ. მამა გასპარე ბეტონის. ერთი შეხედვით ამ წმინდანს ქართველებთან არანაირი სიახლოვე არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ასე არ არის.

დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მღვდლები სწორედ წმ. გასპარეს დაარსებულ ორდენს ეკუთვნიან და დღეს სწორედ მათი მფარველი წმინდანის დღეა. წმ. გასპარე 1777 წელს დაიბადა ვერონელი იურისტის ოჯახში. განათლება ოჯახის გარდა იეზუიტებთან მიიღო. პირველი ზიარების მიღებისას მას ხილვა ჰქონდა, რომ მღვდელი უნდა გამხდარიყო და ამ დროიდან აქტიურად ემზადებოდა მღვდლობისათვის. 1796 წლიდან კი დაიწყო სემინარიაში სწავლა. სემინარიაში სწავლის პარალელურად საავადმყოფოებში უვლიდა ომში დაზარალებულებს 1800 წელს კი სამღვდელო ხელდასხმა მიიღო. 1816 წელს დაარსა კონგრეგაცია უფლის იარების სახელზე, რომელსაც შემოკლებით სტიგმატელების ორდენს ეძახიან.

სტიგმატელი მამების ორდენი ნელა იზრდებოდა ევროპაში. თუმცა, 1905 წელს სტიგმატელები ამერიკაში წავიდნენ ხოლო, 1910 წლიდან ბრაზილიაში დაიწყეს მოღვაწეობა.

2012 წლის მონაცემებით ამ ორდენს 422 წევრი ჰყავს, აქედან 331 მღვდელია, სულ მათი მონასტრების რაოდენობა 94-ია.

მათი მსახურების მთავარი მიმართულებები ახალგაზრდების ევანგელიზაცია და მღვლდების მომზადებაა.

ვულოცავთ საქართველოში მოღვაწე სტიგმატელებს ამ დღეს და ვუსურვებთ წმ. გასპარეს მისიის ბოლომდე ერთგულებას


55 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge