• Akaki Chelidze

10 წელი ომიდან


დღეს, როდესაც ჩვენთვის, ყველასათვის ცოცხლდება ტკივილი 10 წლის წინ მომხდარის გამო, ჩვენი ეკლესია განსაკუთრებით ევედრება უფალს მშვიდობის ნიჭს, ზეგარდმო მადლს, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყოველ სიკეთეს.

არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა მუდამ მისკენ უნდა იყოს მიმართული. ტერიტორიული მთლიანობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც დგას ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამ პრინციპის დარღვევა განსაკუთრებით მტკივნეულია, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ამ ტკვილის მომსწრენი ვართ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული. ხოლო, ათი წლის წინანადელი აგრესია რუსეთისაგან კიდევ ერთი ჭრილობაა ჩვენთვის.

კათოლიკე ეკლესია საქართველოში მუდამ იღვწოდა და იღვწის ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ, რომელიც ხშირად მოითხოვს მსხვერპლსაც.


51 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge