• Akaki Chelidze

ახალი ეკლესია რუსთავში


ხვალ 6 ოქტომბერს ქ. რუსთავში იკურთხება ახალი ეკლესია ღვთაებრივი გულმოწყალების სახელზე. კონსაკრაციის რიტუალი დაიწყება 11 სთ.-ზე რასაც შემდგომ წირვა მოჰყვება.

ორი წლის წინ პაპმა საქართველოში სტუმრობისას აკურთხა ამ ტაძრის პირველი ქვა და მისი სტუმრობიდან სულ მალე დაიწყო ეკლესიის შენება. ხვალ კი დგება ის მომენტი, როდესაც რუსთაველ კათოლიკეებს (და არა მხოლოდ) შეეძლებათ ამ ტაძარს ესტუმრნონ ლოცვისათვის და წმ. წირვისათვის. ეკლესიის კურთხევის ცერემონიალზე მოწვეულია ყველა, ვისაც სურს გაიზიაროს ჩვენი სიხარული.


157 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge