• Akaki Chelidze

სახარების განმარტება 21 ოქტომბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან მარკოზის მიხედვით

10, 35-45

მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.” მან უთხრა მათ: “რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?” მათ უთხრეს მას: “ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში.” იესომ უთხრა მათ: “არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?” მათ უთხრეს: “შეგვიძლია.” იესომ უთხრა მათ: “სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით; მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია.” და მოისმინა იმ ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე. იესომ უხმო მათ და უთხრა: “თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე. მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს; ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა. რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.”

სახარების განმარტება

ძალიან არ მოგვწონს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბევრის გულში იმალება პირველობის სურვილი. ხშირად, ადამიანებს სურთ იყვნენ გამორჩეულები, მნიშვნელოვნები ან უბრალოდ, შესამჩნევები სხვებისთვის. ზოგჯერ ეს სურვილი უფრო მძლავრია. მათ სხვებზე ბატონობა სურთ, უნდათ, რომ სხვებს შიშის ზარს სცემდნე და თუ ეს არ გამოსდით, მაშინ შეფარვითი ქცევებით ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ასე იყოს. რატომ ხდება ასე? ვფიქრობთ, რომ ეს ხშირად ეგოიზმის ან ამპარტავნების შედეგია. მაგრამ დღევანდელი სახარების მიხედვით, ვხედავთ, რომ მთავარი პრობლემა მცირე და განუვითარებელი რწმენაა. მოციქულები არც თუ ისე ცოტა ხანი დადიოდენენ იესოსთან, მაგრამ მაინც არ იცოდნენ, რას ნიშნავს ნამდვილი რწმენა. ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ საკუთარი გონებით გაეგოთ ღვთის ფიქრი. სიტყვები სახარებიდან – „მოგვეცი“ და „შეგვიძლია“, გვაჩვენებს, რომ ჯერ არაფრისთვის არიან მზად. იესო დღევანდელ სახარებაში გვიხსნის, რომ ნამდვილი პირველობა და ბატონობა – მსახურებაა. როგორ? მსახური - პირველი იქნება? იესოს ლოგიკაში – კი. ვინც რეალურად მსახურებს, მას თავისუფალი გული აქვს. მისთვის არც ფული, არც დიდება, არც ის, თუ რას ლაპარაკობენ მასზე, პრობლემას არ წარმოადგენს. თავისუფალი გული ნამდვილი კარია პირველობისთვის. ვიყოთ იესოს მსგავსნი, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და თავისი სული სხვებს მისცეს. ვიყოთ გულით თავისუფალნი.

მ. დარიუშ კომადოვსკი


38 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge