• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 4 ნოემბერი


საკითხავი წმინდა სახარებიდან მარკოზის მიხადვით

12, 28-34

იმ დროს, მივიდა იესოსთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდება მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“ მიუგო იესომ: „პირველი არის ისმინე, ისრაელო“ უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: 'შეიყვარე მოყვასი შენი, როგოც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“ უთხრა მას იმ მწიგნობარმა : „კეთილო, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა, გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია.“ იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან.“ ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა.

განმარტება

მივიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ იესომ , და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება?. ღმერთმა ეგვიპტიდან ხალხი გამოიყვანა. ხალხმა თავისუფლება და ღმერთთან შეერთება შეიგრძნო. მიზეზი, რისთვისაც ღმერთმა ხალხი გამოიყვანა მონობიდან, სიყვარული იყო. და ზუსტად ღვთის სიყვარულმა ხალხი შეაერთა. ამ გზით ეს ერი გახდა - რჩეული ერი. ის, რაც ერს ღმერთთან აკავშირებდა, სიყვარული იყო. ღვთის სიყვარულმა ერს , და ერში კონკრეტულ ადამიანს - იდენტობა მისცა. მისცა პასუხი შეკითხვაზე: ვინ ვარ მე? ადამიანმა რომ დაიცვას და დააფასოს ეს ღირსება, რაც არის სიყვარული, თავისუფლება, ამისთვის ღმერთმა მისცა რჩეულ ერს მცნებები. მცნებებს აკისრია დაცვის ფუნქცია, ამიტომაც ადამიანისთვის ამ წუთისოფელში ყველაზე ღირსეული და მნიშვნელოვანია, - „ღვთის ხატად და მსგავსებად“ ყოფნა. ნაყოფიერი ცხოვრებისთვის ადამიანს სჭირდება სამი განზომილება: თავისი საზოგადოება (წუთისოფელი), ურთიერთობა შემოქმედთან და მეორე ადამიანი. ქრისტიანს უხვი ცხოვრებისთვის სჭირდება: თავისი საზოგდოება (სამყარო), ცხოვრება- როგორც ადამიანის - და არა როგორც ცხოველის, ადამიანობის აქტში - და არა ცხოველურ აქტში; თავისუფლება და არა მონობა, ღვთის და ღმერთისგან სიყვარული - და არა თვითსიყვარული ღმერთის გარეშე. ქრისტიანს უხვი ცხოვრებისთვის სჭირდება ურთიერთობა შემოქმედთან. ურთიერთობა ეს არის საერთო სამყარო, ერთად ყოფნა და საუბარი დიალოგის სახით. ქრისტიანს უხვი ცხოვრებისთვის სჭირდება მეორე ადამიანი. იმიტომ, რომ მხოლოდ "შენ" - თან შეხვედრისას, ადამიანს შეუძლია აღწეროს თავისი "მე". დაინახე შენი საკუთარი მცნებები , რომლის მიხედვითაც შენ ცხოვრობ, შენი წესები, კანონები, და აღმოაჩენ, თუ რა არის შენში ყველაზე ღირსეული, რა ან ვინ არის შენი ღმერთი. დღევანდელ სახარებაში ადამიანი მივიდა იესოსთან, ის თავის კითხვაზე ეძებდა პასუხს და მან პასუხი იესოსთან იპოვა. ის მივიდა სრული პასუხისთვის, შეკითხვაზე "ვინ ვარ მე?", ამის გასაგებად გვჭირდება ჩვენი საზოგადოება, ღმერთი და მეორე ადამიანი.

მ. მიხეილ იახი


45 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge