• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 18 ნოემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან მარკოზის მიხადვით

13, 24-32

უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: “იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევა ციური ძალები. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით. მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდამდე. „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე არ მოხდება. ცა და მიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ”.

განმარტება

ძმანო და დანო დაგვიდგა უკვე ნოემბერი. ამინდის გამო, სინათლის ნაკლებობის გამო ამ თვეში ჩვენ უფრო მეტად ვფიქრობთ სიკვდილზე, სამყაროს დასასრულზე, უკანასკნელ განკითხვაზე, იესოს მეორედ მოსვლაზე, ზეცაზე და ჯოჯოხეთზე. დღევანდელი საკითხავები გვეხმარებიან ჩვენ კარგად გავიაზროთ ეს საიდუმლოებები. დღევანდელ სახარებაში იესო წინასწარმეტყველებს, რომ მოვა დიდი, საშინელი მოვლენა. აქ, მარკოზის სახარებაში, არ არის ნათქვამი სამყაროს ბოლოზე, არამედ იერუსალიმის და ტაძრის დანგრევაზე. თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ებრაელებისთვის ტაძრის დანგრევით ერთი კონკრეტული სამყარო დამთავრდა, რომელიც კონცენტრირებული იყო ტაძრის ირგვლივ და დაიწყო ახალი სამყარო, მთელი კაცობრიობისთვის, რომელიც კონცენტრირებული იქნება კაცის ძის, იესო ქრისტეს ირგვლივ, ევქარისტიის ირგვლივ. ასეთი სიტყვები : იმ დღეებში, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს შუქს. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები“ ნიშნავს, რომ იწყება ღმერთის დიდი ჩარევა ისტორიაში, ღმერთის დიდი რისხვა. ხშირად ხალხი ფიქრობს, იქნებ ახლა, ჩვენს დროს, დადგება ეს ღვთის დიდი რისხვა. ჩვენს დღეებში ეს სიბნელე და შერყევა გულისხმობს: ისლამური რელიგიის ეკსპანსიას მთელ მსოფლიოში, იმიგრანტების დიდ ტალღას, გენდერის იდეოლოგიას, ახალი ცივ ომს დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის - ეს არის ძალები და ზრახვები, რომლებიც ანადგურებენ დედამიწას. და იქნებ მოვა ღმრთის რისხვა ამის გამო. ეს არ ვიცით. მაგრამ ვიცით, რომ: „ვინც ახსენებს მაშინ უფლის სახელს გადარჩება; ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.“ აგრეთვე, თუ მოვა რაიმე საშინელება, ხსნა არის ჩვენს ცოცხალ რწმენაში, იესოს სიტყვის ნდობაში, ლოცვაში, ჩვენს ეკლესიაში ყოფნაში და მხოლოდ აქ, და არა სხვა ადგილზე, სხვა ფილოსოფიაში, სხვა რელიგიაში. მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად იესო იყოს ჩვენი ღმერთი, ჩვენი იმედი, ჩვენი უზრუნველყოფა და არა ვინმე სხვა. "ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როცა ახილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი.“ თვალი ადევნეთ მოვლენებს, ღმერთი გვეუბნება მოვლენების მეშვეობით. ახლა იფიქრეთ არა დიდ, საშინელ მოვლენებზე, არამედ ყოველდღიურ, თქვენი სულიერი ცხოვრების მოვლენებზე! მე მაგალითად ვხედავ, რომ ბოლო ჟამს ღმერთი მიმიძღვის, რათა უფრო და უფრო ღრმად ჩავიძირო ჩემს მისიაში ე.ი. მივეძღვნა სამრევლოებს; სხვა მოვლენა: გამოჩნდა წნევის პრობლემა და ამით მე მომიწოდებს ცხოვრების სტილის შეცვლისკენ. აგრეთვე მაქვს პრობლემა ერთ ადამიანთან და ეს მიჩვენებს როგორი ვარ, რამდენად რთულია ჩემთვის მიტევება, შერიგება. მაგრამ ეს მოვლენა არის ჩემთვის მოწოდებაც, რათა გამოვიდე ჩემი ნაჭუჭიდან.

შენს ცხოვრებაში როგორ მოვლენებს ხედავ? იცოდე, რომ ღმერთი გელაპარაკება მოვლენების მეშვეობით.

„მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით; იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან.“ მაშინ, ანუ იმ დიდ კრიზისში, სიბნელეში, შერყევაში და შიშში მოვა იესო ქრისტე დიდებით და ძალით. რა თქმა უნდა, მოვა სამყაროს დასასრულს, მაგრამ ისტორიაშიც მოდის, განსაკუთრებით ქადაგების მეშვეობით. ასე მოვიდა ჩემთან, იმ დროს დიდ კრიზისში ვიყავი მაგრამ კეთილი ამბავის ქადაგების მიერ იესოს ძალა და დიდებამ შემიპყრო მე და დამეუფლა. არ ვიხილე უფალი იესო თვალებით, მაგრამ მის არსებობას, მის მადლს, მისი სიტყვების ჭეშმარიტებას ვგრძნობდი. მან ნამდვილად გაგზავნა თავისი ანგელოზები, თავისი მოწაფეები, კატეხისტები და მათ ამიყვანეს მე, დამიძახეს მე შემიყვარეს მე იესოს ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველთვის დაკავშირებული ჩვენს მოქცევაზე, მონანიებაზე, მაგრამ პირველი არის კეთილი ამბავი; იესო აღდგა მკვდრეთით, ის ცოცხალია, მეფობს ღვთის დიდებაში, დღეს მოდის ჩვენთან. თუ გვწამს ჩვენ თითქოს ვხედავთ სულის თვალებით ჯვარცმულ და აღმდგარ უფალს. ის მოკვდა ჩვენთვის და აღდგა მკვდრეთით ჩვენთვის, რათა ჩვენ მასთან ერთად ვიცხოვროთ საუკუნოდ დიდებაში.

პირველ საკითხავში ჩვენ მოვისმინეთ წინასწარმეტყველება: „მრავალი, მიწის მტვერში მიძინებულთაგანი გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.“ განბრძნობილნი განათდებიან, როგორც ცის მყარის ნათება და მრავალთა სიმართლისკენ მომაქცეველნი - როგორც ვარსკვლავები უკუნითი უკყნისამდე.“ ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა უკვე იესო ქრისტეში, ის ანათებს ღვთის დიდებაში უკუნითი უკუნისამდე. მაგრამ არა მხოლოდ ის - ყველა წმინდა მასთან ერთად. ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ ამას, მაგრამ ძლიერად დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინიც ანათებენ, ანუ მათი სული სხეულის მეშვეობით ბრწყინავს. და მათ შორის არის ადგილი შენთვისაც და ჩემთვისაც.

მ. მაჩეი მამაი


44 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge