• Akaki Chelidze

სახარების განმარტება, 2 დეკემბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხადვით

21, 25-28;34-36

იმ დღეებში იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკკალვებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“ „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთა თავის დაღწევა და წარმოდგომა კაცის ძის წინაშე.“

განმარტება

უფალი ხსნაა ჩვენი! ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ახალ ლიტურგიულ წელს! მრავალს დაესწარით! დღეს დაიწყო ახალი ლიტულგიური წელი, ახალი სულიერი წელი, რაც უკავშირდება ახალ იმედებს, გეგმებს და სურვილებს. როგორი იქნება დამდეგი ახალი წელი? ამ კითხვაზე პასუხს ვპოულობთ უფლის სიტყვაში. ახალი წელი ეს არის დრო, როდესაც უფალი მოგვივლენს უამრავ სასიკეთო დაპირებას. ესეიგი უნდა ველოდოთ ღმერთისგან საახალწლო საჩუქრებს. რა კარგია!!! და როგორ უნდა დავგეგმოთ ახალი წელი? ახალი წელი უნდა გავატაროთ სიყვარულში, რათა დავაახლოვოთ ჩვენი გულები ღმერთის გულთან. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი სინდისი გვასწავლის როგორი გზა უნდა ავირჩიოთ უფალთან დასაახლოებლად. ამ ახალ გზაზე გვექნება ნიშნები. არ უნდა შეგვეშინდეს. შიში ეშმაკის ნიშანია. წირვის დროს ჩვენ ვხედავთ ძეს კაცისას, რომელიც მოდის ჩვენთან პურის და ღვინის სახით, გვაძლევს თავის სიცოცხლეს. ის ზუსტად არის ნიშანი ღმერთის ერთგულებისა ჩვენს მიმართ. მასთან ყველა თავგადასავალი უსაფრთხოა. ამ ახალ გზაზე გველოდება ბევრი წინააღმდეგობა. ბევრჯერ წავიქცევით, მაგრამ ღმერთის დახმარებით მალევე ავდგებით და გავაგრძელებთ თავგადასავლებით წინსვლას. ახალი წლის პირველ პერიოდს ადვენტი ჰქვია, რაც ნიშნავს უფლის მოსვლას. როგორ დავინახავთ, როგორ ვიგრძნობთ მის ყოფნას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? მარხვა, ლოცვა და კეთილ საქმეთა აღსრულება დაგვეხმარება უფლის ამოცნობაში. გვახსოვდეს, რომ უფალი ხსნაა ჩვენი! მისი დახმარებით მივალთ იმ ადგილზე, საიდანაც დავინახავთ მის მიერ ჩვენთვის გამზადებულ ბედნიერებას. გზა მშვიდoბისა!

მ. პავლე დილი


44 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge