• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 3 მარტი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

ლუკ. 6, 39-45

იმ დროს, იესომ, იგავი უთხრა თავის მოწაფეებს: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი. რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი. კეთილი კაცი თავის გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს, ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.

განმარტება

იესო დღეს იგავრბით გვეუბნება, რომ „კეთილი კაცი თავის გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბორიტი კაცი კი ბოროტისაგან ბოროტს გამოიღებს; ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.“

„განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა?“ ესეგი მე თუ ბრმა ვარ, და ვერ ვხედავ, - როგორ ვასწავლი სხვას იმას რაც მეც არ ვიცი? მაგ: როგორ შემიძლია ავუხსნა მეორე ადამიანს იმ ნამცხვრის; გემო, სუნი, შემადგენლობა, მომზადება... როდესაც მე თავად არ ვიცი მისი? ჯერ თავად უნდა გავსინჯო, გავიგო მისი: გემო, სუნი, შემადგენლობა... მომზადება და შემდეგ უნდა შევთავაზო სხვას.

სხვაგვარად ფუჭი იქნება ჩემი ქმედება.

ან თუ მაგალითად: ლომთან შეხება არ მქონია, და არ ვიცი მისი ხასიათი, შესაძლებლობები, რამდენად უვნებელია თუ საშიშია, და როგორ შემიძლია ვუთხრა ბავშვს; შვილო მიდი ლომთან და ეთამაშე, გაერთე, როდესაც ეს ბავშვი შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდეს და მისი ლუკმა გახდეს? ამიტომ ღმერთი ასეთ ქმედებას მე მომკითხავს! „ყოველ ხე თავისი ნაყოფით იცნობა“, დავუკვირდეთ ჩვენს: ფიქრებს, აზრებს, სიტყვებს, წარსულს, აწმყოს, ქმედებებს... და გავიგებთ თუ როგორ ნაყოფს ვიღებთ. რომ დავინახოთ თუ როგორი ხე ვარ, კარგი - თუ - ცუდი? დავუკვირდეთ რა ან სად არის ჩემი საუნჯე? საითკენ მიილტვის ჩემი გული? რითაა დაკავებული ჩემი ფიქრები თუ გული ყოველდღე? რა არის ჩემი მიზანი ამ ცხოვრებაში? რას ვაქცევ ყოველდღიურად უფრო დიდ ყურადღებას? და სად ვატარებ უმეტეს დროს? ამ ყველაფრის ამოსაცნობად აუცილებელია, შევხედოთ ქრისტეს; დავაკვირდეთ მას, ვუსმინოთ მის ხმას - სიტყვებს, ვიფიქროთ მის დიდ გულმოწყალებაზე... ამის მეშვეობით ასევე დავინახავთ თუ ვინ ვარ მე და როგორი ვარ. ამის შემდეგ შევძლებთ ღმერთის დახმარებით შევიცვალოთ, განვიწმინდოთ, მოვინანიოთ, „განვიმზადოთ უცვეთელი ქისები“ და მხოლოდ მაშინ შევძლებთ წავუძღვეთ; დავმოძღვროთ; ვურჩიოთ და დავეხმაროთ სხვებს. როდესაც გსურს, რომ შეიცნო საკუთარი თავი, უყურე იესოს და უსმინე მას.

მამა მერაბი ტატალაშვილი 


44 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge