• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 19 მაისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან იოანეს მიხედვით

13, 31-35

იმ დროს იესომ თქვა: ,,ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში. რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას. შვილებო, კიდევ მცირე ხანსაღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ–მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები ხომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“ განმარტება

ძმანო! ახალ მცნებას გაძლევ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ეს არის იესო ქრისტეს ანდერძი თავის მოწაფეებისთვის. ეს არის მისი ძირითადი და შეიძლება ვთქვათ ერთადერთი მცნება. მორწმუნეები ეკითხებოდნენ მოწაფე იოანეს, როდესაც ძალიან მოხუცი იყო, არ შეეძლო თვითონ სიარული და მოჰყავდათ ეკლესიაში: „გვითხარი ჩვენ რა თქვა იესომ? ის პასუხობდა: იესო გვეუბნებოდა - გიყვარდეთ ერთმანეთი“. ეს უკვე ვიცით, რა კიდევ თქვა? იოანე პასუხობდა: „იესო ამბობდა - გიყვარდეთ ერთმქნეთი“. ეს ცხადია, მაგრამ რას ამბობდა სხვა? მოხუცმა იოანემ უპასუხა: „იესო სხვა არაფერს ჩვენ არ გვეუბნებოდა, მხოლოდ ეს - გიყვარდეთ ერთმანეთი“. ძმანო, აქაც არის მთელი ქრისტიანობა თავის თესლში. თუ ქრისტიანები ვართ - ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მორალური ბრძანება, დავალება და მთელი ჩვენი ცხოვრების ორიენტაცია პირველ რიგში უნდა დავინახოთ ჩვენი სინამდვილე, რომ ჩვენ არ ვასრულებთ ამ მცნებას: მე როგორც პიროვნება და ჩვენ როგორც საკრებულო. მე მახსოვს, რომ როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ჩემთვის იყო დიდი დაბრკოლება, რათა მიყვარდეს, რომ არ ვიცოდი, როგორ შევსულიყავი ურთიერთობაში. ეს იყო ჩემთვის დიდი ტანჯვის მიზეზი, მე მინდოდა სიყვარული, მაგრამ არ შემეძლო, ამიტომაც ამ ცხოვრების მონაკვეთში, მხოლოდ ვუყურებდი სხვებს და მშურდა. მე მგონია, აქაც დევს ყველა ადამიანის ძირითადი პრობლემა: სიყვარულის სურვილი და მისი აღსრულების შეუძლებლობა. გვინდა სიყვარული, მაგრამ მიუწდომელია ჩვენთვის; როგორც პატიმარს სურს თავისუფლება, მაგრამ საპყრობილეში ჩაკეთილია. როგორია ამ სიტუაციის, პატიმრობის, მონობის ძირითადი მიზეზი? სიკვდილის შიში! ჩვენი საპყრობილის კედლები სიკვდილის შიშითაა აშენებული. ამიტომაც არ შეგვიძლია გვიყვარდეს. მინდა გასვლა მეორე ადამიანთან, მაგრამ შიში მაჩერებს: რა იქნება თუ მიღებული არ ვიქნები მის მიერ, ან ვიქნები ტვირთი მისთვის? ან იწყება ურთიერთობა, მაგრამ ერთ მომენტში აღმოჩნდება ცუდი სიტყვა, საქციელი, ტყუილი და ამის გამო წყდება კავშირი და კვლავ ჩაკეტილი ვარ საკუთარ თავში, თავის საპყრობილეში. გვინდა გვიყვარდეს მაგრამ სიკვდილის შიში არ გვიშვებს. რა იქნება თუ უარყოფილად, დამცინავად მიყურებენ მე? მოვკვდები! რა იქნება თუ არ ვიქნები მიღებული უნივერსიტეტში? ჩემი მშობლები მომკლავენ მე! რა იქნება თუ ანალიზები არ იქნება დადებითი? მოვკვდები! რა იქნება თუ გოგო ან ბიჭი მიმატოვებს მე; ცოლი ან ქმარი? მოვკვდები! და ა. შ. ბევრი ადამიანი სიკვდილის შიშში ცხოვრობს! და ვინ არის ამ შიშის მმართველი? მოისმინეთ წერილი ებრაელთა მიმართ: იესომ, სიკვდილით გააქარწყლა ის, ვისაც სიკვდილის ხელისუფლება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლა ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. ანუ სიკვდილის ხელმწიფება აქვს ეშმაკს და სიკვდილი არის ჩვენთვის ასე საშინელი სინამდვილე, რომ მისი შიშით მთელი ცხოვრების მანძილზე მონობაში ვართ. და რათა გვიყვარდეს აუცილებელია თავისუფლება! მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია სიყვარული. ძმებო, კეთილი ამბავი ასეთია! იესომ თავისი სიკვდილით გავათავისუფლა ჩვენ ეშმაკის მონობიდან!!! მოკვდა ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალიან ვუყვარდით ჩვენ. სიკვდილს და სიკვდილის ბატონს არ შეეძლო შეიპყროს იგი. იესო აღსდგა მკვდრეთით, მოდის და ანიჭებს თავის მორწმუნეებს სულიწმიდას, ანუ ნამდვილ სიყვარულს, სიყვარულს ჯვრის მაშტაბით. ახლა ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ამაში, რაც ადრე იყო ჩვენთვის სიკვდილი. ეს არის ჩვენთვის ძალიან სასარგებლო, მაგრამ ადვილი და სასიამოვნო არ არის. ამიტომაც იესომ მოგვცა მცნება, სიყვარულის მცნება. გარკვეულ დროს ღვთის მადლს მოვყავართ ჩვენ, მაგრამ მერე მოდის ბუნტის სული და ეწინაამღმდეგება სიყვარულს კონკრეტული ადამიანების მიმართ. და იწყება ბრძოლა: ერთი მხრიდან გვაქვს სიყვარულის მცნების შესრულების სურვილი, მეორე მხრიდან მოქმედებს ბუნტი, რაიმე ძალა ჩვენში, რომელიც დაანგრევს სიყვარულის კავშირს. ჩვენ ვგალობთ: თუ მასთან ვკვდებით - ვიცოოცხლებთ მასთან, ვიგალობებთ მასთან. ამ სიტუაციებში გვჭირდება ვილოცოთ, ვიყოთ ახლოს უფალთან და მასთან ერთად მოვკვდეთ ბუნტისთვის, ამპარტავნობისთვის, სიძულვილისთვის. ეს არის ბრძოლა, ეს არის იესოსთან ერთად გოლგოთაზე ასვლა, ჯვარზე, მაგრამ თუ ღმერთი დაამარცხებს ეშმაკს ჩვენში, ვცოცხლობთ იესოსთან ერთად ზეციური ცხოვრებით, ანუ სიყვარულში. იქნებ არ გინდა ლაპარაკი შენს უფროსთან, მძიმე არის შენთვის ურთიერთობა: მეგობართან, ახლობელთან ანდაც დედამთილთან, ან რაღაცა უსამართლობა ქმრის მხრიდან რომელიც მისგან გაშორებს. ჩვენ ყველანი ადვილად გავიქცევით ჯვრისგან, გავიქცევით სიყვარულის მცნების შესრულებისგან. ამ ხერხით ჩვენ გვინდა გაუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და - ვკარგავთ ამას; მაგრამ თუ შევდივართ რთულ სიტუაციებში, რათა იესოს მცნება შევასრულოთ ვიპოვებთ სიცოცხლეს, გაიხსნება ჩვენთვის შესანიშნავი სიყვარულის სივრცე და დავტკბებით ამით. ამიტომაც: ვიხაროთ, ვიხაროთ ძმებო, თუ გვიყვარს ერთმანეთი, მისი აღდგომის მადლით.

მამა მაჩეი მამაი


26 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge