• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 26 მაისი


საკითხავი წმინდა სახარებიდან იოანეს მიხედვით 

14:23-29 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა. ამას გელაპარაკობიდით თქვენთან ყოფნისას, ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდაა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა. ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. განმარტება დღევანდელ სახარებაში ქრისტე მოგვიწოდებს, რომ შევიყვაროთ იგი ვინც მამამ მოავლინა ჩვენს შორის ე.ი. თავად იესო ქრისტე. შეყვარება გამოიხატება მისი სიტყვის მიღებასა და დაცვაში და ამ ქმედებით გვეუბნება, რომ მამაც შეიყვარებს იმას, ამითი ხდება ადამიანი უსაზღვროდ ბედნიერი, იმიტომ რომ წმ. სამება ივანებს იმ ადამიანში, ვისაც უყვარს და ის იცავს იესო ქრისტეს სიტყვას რომელიც არის მამის სიტყვა, რომელმაც მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე.

დავფიქრდეთ: ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვის სიტყვას უფრო მეტად ვიცავთ? საკუთარს, სხვისას, თუ ღმერთისას? და რატომ? ასევე ქრისტე გვაძლევს თავის მშვიდობას, რათა არაფრისა არ გვეშინოდეს რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, სანამ არ დაბრუნდება მეორედ ქრისტე. იესო ქრისტე ამ სახარებაში მიგვანიშნებს, რომ სამწუხაროდ ისე არ გვიყვარს იგი, როგორც მას სურს რომ გვიყვარდეს. ამიტომ ამ სიტყვებით გზას გვიხსნის ყოველ ჩვენთაგანს, რომ ვიცოცხლოთ და დავრჩეთ მის სიყვარულიში; გავყვეთ იმ გზას, რომელიც არის თავად „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ძვირფასო დანო და ძმანო ქრისტეში, ვილოცოთ ერთმანეთისათვის, რათა შევძლოთ ერთად ვიაროთ ქრისტეში რომელსაც მივყავართ სრულ ბედნიერებაში მამა ღმერთის სადიდებლად. ამენ მამა მერაბი ტატალაშვილი --  


42 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge