• Akaki Chelidze

სახარების განმარტება - 23 ივნისი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიერ

9, 18 – 24

ერთხელ, როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მათ მიუგეს და თქვეს: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები — ელიაო, სხვები კი — ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო. იესომ უთხრა: „თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ პასუხად უთხრა: „ღვთის ცხებული.“ მაგრამ მან აუკრძალა მათ. უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს. უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.“ ყველას გასაგონად კი ასე თქვა: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს. ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას. 

განმარტება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვებმა იცოდნენ სინამდვილეში ვინ ვართ, რისი ნიჭი და როგორი შესაძლებლობები გვაქვს. ხშირად, ეს ჩვენვე გვეხმარება, რომ საკუთარი სისუსტისა და ძლიერი მხარის შესახებ შევიტყოთ. რა თქმა უნდა, ზოგს არ მოსწონს ასეთი სიმართლე. მათ ან არ უყვართ ლაპარაკი თავიანთ თავზე, ან რეალობის დამალვას ცდილობენ.

დღეს სახარებაში იესო ეკითხება თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?". მისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ გვესმოდეს, რომ მეორე ადამიანის გაცნობა ადვილი არ არის. რომ შეგვიძლია დავუშვათ შეცდომა, როცა მარტივად და დაუფიქრებლად ვამბობთ რამეს სხვებზე. იესოს მეორე კითხვა "თქვენ თვითონ, ვინღა გგონივართ მე?", უკვე გვაჩვენებს, რომ თუ გვინდა გავიცნოთ მეორე ადამიანი, მასთან პირადი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ამის გარეშე, ჩვენი შეხედულება სხვებზე, ხელოვნურად და უარყოფითადაც ყალიბდება.

დღეს ამ სახარებისა და კითხვების მეშვეობით, იესო პირადად ჩვენ მოგვმართავს. სურს გვესმოდეს, რომ მხოლოდ მასთან ახლოს ყოფნა და მისი პირადი გაცნობა დაგვეხმარება, რათა ჩვენი რწმენა ცოცხალი და მყარი იყოს. ასე არ ვიქნებით კანონებისა და ბრძანებების უაზროდ შემსრულებლები, არამედ გვექნება სიყვარულით სავსე ურთიერთობა ჩვენს უფალთან, იესო ქრისტესთან.

ამ ყველაფერს მაშინ შეძლებ, როცა მოგინდება. მთავარია, რომ ის გელოდება და კითხვას გისვამს: "ვინ გგონივარ მე?

 მამა დარიუშ კომადოვსკი


38 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge