• Akaki Chelidze

სახარების კომენტარი - 20 ოქტომბერი


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით

18, 1-8

უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ. თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთ მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: 'დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.' დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: 'მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს.'“ თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“

განმარტება

ლოცვა - არის გზა, საშუალება, მადლი, კავშირი, ურთიერთობა, თაყვანისცემა... ღმერთთან მიმართებაში, რომელიც გვეხმარება რწმენის გაღრმავებაში, იმედის განმტკიცებასა და სიყვარულის გამოხატვაში.

როდესაც იესოს მოყავს იგავი უსამართლო მსაჯულისა, რომელსაც ღმერთისა არ ეშინია და ხალხისა არ სცხვენია, ადარებს გულმოწყალე ღმერთს და ამბობს: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“

ლოცვის შეწყვეტა ნიშნავს ყველა იმ ზემოთ ჩამითვლილის შეწყვეტას, და უფრო მეტსაც ზურგის შექცევას გულმოწყალე მამის მიმართ!

ვინაიდან ლოცვა მარტო რაიმეს გამოთხოვნას როდის გულისხმობს, არამედ პირველ რიგში ღმერთის ქებას, დიდებას... მიუხედავად იმისა, რომ ამით ღმერთს ვერაფერს შევმატებშ, ან დავაკლებთ, არამედ ისევ ჩვენ გვიბრუნდება ასმაგად მადლის სახით.

ასე რომ ძვირფასო დანო და ძმანო ქრისტეში, ვადიდოთ ღმერთი, ვილოცოთ ღმერთის მიმართ ერთმანეთისათვის, ვილოცოთ სხვადასხვა საჭიროებისათვის, რომლისკენაც თვით მამა მოგვიწოდებს, რომ ვილოცოთ. ვინაიდან როდესაც მოვა კაცის ძე, იხილოს ჩვენი რწმენა მის მიმართ.

მამა მერაბი ტატალაშვილი


34 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge