• chilingarashvili19

26 აპრილი, პასექის ჟამის III კვირადღის სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან ლუკას მიხედვით 24, 13-35

და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ. მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?“ ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი. მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“ და უთხრა მათ: „რა მოხდა?“ მათ უთხრეს მას: „იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე, როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო. ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს.“ მან უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან. როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქმნა მათთვის. უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“ ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს. მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორც იცნეს იგი პურის გატეხისას.

კ ო მ ე ნ ტ ა რ ი

იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში ელაპარაკება ორ მათგანს, რომლებიც მიდიოდნენ სოფელში ემაუსის გზაზე. ესენი ეკუთვნოდნენ იმათ რიცხვს, რომლებიც ერწმუნნენ იესოს და ყოველივე მომხდარი გულთან მიიტანეს და ამასთან დაკავშირებით დიდ ტკივილს გამოხატავდნენ; თან ამავდროულად გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ გაიგეს ცოცხალიაო.

იესო კი, ჯერ არ უმხელს თავის ვინაობას, და ეკითხება თუ <რა მოხდაო>?

ამთ სურს, გაიგოს, რომ თავად როგორ ესმით ყოველივე მომხდარი, და თუ ვინად მიიჩნევენ თავად იესოს...

როდესაც მათ საუბარი დაამთავრეს, მაშინ იესო უმარტავს მთელ წერილებს მასზე ნათქვამს და მიყავს იქამდე და აგებინებს, რომ სწორედ თავადაა ის, ვისი იმედიც მათ ჰქონდათ, რათა მასში აღარასოდეს შეეპაროთ ეჭვი, განმტკიცებულიყვნენ რწმენაში, იმედში, რომ მათ გულსა და სახეს მოშორებოდა მწუხარება, და ეხარებინათ მოციქულებისთვისა და მათთან მყოფთათვის, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღზდგა და თუ როგორ იცნეს იგი მათ პურის გატეხისას; რომელთა სიხარული დღეს ჩვენამდეც მოაღწია, არა როგორც უბრალოდ საინტერესო ამბავად, არამედ ცოცხლად, თითქოს ეს ჩვენს დროში მოხდა, სადაც ასევე ჩვენც ვიზიარებთ ყოველივე ამას.

შეიძლება ზოგიერთი ჩვენთაგანი უფლის ბრწუინვალე დიდ დღესასწსულს აღნიშნავს, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ზეიმი და ზედაპირულად ატარებს ამ დროს, ისე რომ ვერც კი ხვდება, რაოდენ ასევე ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს! ყოველი ჩვენთაგანი ინდივიდუალურად ვართ მოხმობილი, რომ გავიაროთ ჩვენი ცხოვრების ემაუსის გზა. ვისაუბროთ ერთმანეთში რწმენითა და იმედით ვახაროთ ერთმანეთს რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღზდგა; და ვუზიარებდეთ ერთმანეთს ჩვენს შეხვედრებზე იესოსთან, რათა ამით ერთმანეთი ვანუგეშოთ ქრისტეში, რომ მწუხარება სიხარულით შევუცვალოთ ერთმანეთს, და შიში იმედით; რათა ჩვენი სიხარული სრულყოფილი იყს ქრისტეში.

დავფიქრდეთ და დავუსვსთ ჩვენს თავს ასეთი შეკითხვა:

· მათ იესო იცნეს პურის გატეხისას, ხოლო ჩვენ დღესდღეობით სად - და როგორ შეგვიძლია იესოს ამოცნობა?

· ყოველი ადამიანი,რითაც ცხოვრობს იმითვეა დაკავებული და იმაზე ფიქრობს დღე და ღამ, როგორც ეს ორი მათგანი; ხოლო ჩვენ რაზე ან ვისზე ვფიქრობთ, რა არის ჩვენი საზრუნავი, საქმიანობა და მიზანი?

· და ბოლოს, რა ნიშანით, ანდა დახასიათებით ..., შეუძლია ამოგვიცნოს უცხო ადამიანმა, რომ ვართ ქრისტიანები?

მამა მერაბ ტატალაშვილი

45 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge