• chilingarashvili19

9 თებერვალი სახარების განმარტება


საკითხავი წმიდა სახარებიდან მათეს მიხედვით 5, 13-16 „თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად. თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია”.


განმარტება


დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, რომ იესო გვესაუბრება მარილისა და ნათელის მნიშვნელობის შესახებ. ახლაც და ასევე იესოს ცხოვრების პერიოდში, ორივე მათგანი მნიშვნელოვანი იყო. მარილს იყენებდნენ არა მარტო საჭმლის მომზადების დროს, არამედ პროდუქტების შენახვისთვისაც, რათა საკვები არ გაფუჭებულიყო. რაც შეეხება სინათლეს, იმ პერიოდში ელექტროენერგია არ არსებობდა, სახლებსა და ქუჩებში სიბნელე იყო. შესაბამისად, სინათლის საჭიროება იდგა. სინათლეს ანთებდნენ ისეთ ადგილებში, საიდანაც განათდებოდა სახლი და ხალხს საქმის კეთებაში დაეხმარებოდა. იმისათვის, რომ მარილმა იმოქმედოს, მისი ნაწილაკები პროდუქტში ძალიან ღრმად უნდა შევიდნენ. ასევეა სინათლეც, იგი შედის ყველგან სადაც სიბნელეა. იესო დღეს გვეუბნება: „თქვენ ხართ მარილი მიწისა და სოფლის ნათელი ხართ“, ანუ უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ „საყოველთაო გემო“ და სხვებისთვის რწმენის მოწმეები. თუმცა ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად დარჩება, თუკი ჩვენში არც „მარილი“ და არც „სინათლე“ არ იქნება. მაშინ რა არის ის, რაც დაგვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრება და მოგვეცეს ძალა, იმისთვის, რომ გავიზარდოთ და დავამოწმოთ ჩვენი რწმენა სხვებისთვის? პირველ რიგში, „სინათლე“ - ჩვენთვის ღვთის სიტყვა უნდა იყოს, რომელიც გაანათებს ჩვენს გზას. სინათლე, რომელიც გაგვაგებინებს, რა გზებით უნდა ვიაროთ ცხოვრებაში, რომ სადმე არ დავიკარგოთ. შემდეგ კი „მარილი“, რომელიც შეინარჩუნებს ჩვენს ცხოვრებას, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ეს იქნება ჩვენთვის ღვთის მადლი, რომელიც რეალურად არსებულია ყველა საიდუმლოებაში და განსაკუთრებით ხშირად ვიყენებთ წმიდა წირვასა და აღსარებაში. ღვთის მადლი და სიყვარული გვეხმარება, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ყოველდღე ცოცხალი და ნაყოფიერი. ახლა კი შეგვიძლია ვკითხოთ ჩვენს თავს – გინდა თუ არა, რომ შენი ცხოვრების საფუძველი იყოს ღმერთი და მისი მადლი? გინდა, რომ იარო გზებით, რომლებსაც გვაჩვენებს ღმერთი? გინდა, რომ შენი ცხოვრება „დამარილებული“ იყოს ღვთის მადლითა და სიყვარულით? – თუ თანახმა ხარ, მიჰყევი იესოს რჩევასა და მაგალითს, იცხოვრე იმ იმედით, რომ ის შეასრულებს თავის დაპირებებს, როცა შენ იტყვი – „დიახ“. და ამის შემდეგ შეგიძლია რწმენის „გემო“ და მოწმობა გადასცე ყველას, ვინც შენს ირგვლივ იმყოფება.


მამა დარიუშ კომადოვსკი

3 views

©2020 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა

სამოციქულო ადმინისტრაცია

აბესაძეს, 6ა, 0106 თბილისი

საქართველო 

www.catholicchurch.ge